თეა წულუკიანმა ვაშნარში არქეოლოგიური გათხრები მოინახულა

თეა წულუკიანმა ვაშნარში არქეოლოგიური გათხრები მოინახულა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოზურგეთში სამუშაო ვიზიტისას გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად ვაშნარის ნაქალაქარის მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები მოინახულა და გაეცნო ძეგლის მდგომარეობას.

ამჟამად, ვაშნარის ტერიტორია ორ პროექტს მასპინძლობს: სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებული და ხელშეწყობილი არქეოლოგიური გათხრები; კულტურის სამინისტროს კონკურსის „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“ გამარჯვებული პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, რომლის ბიუჯეტი წელს 15 000 ლარს შეადგენს.

ვაშნარის ექსპედიციას არქეოლოგი ვაჟა სადრაძე უძღვება და მასში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიის ფაკულტეტის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები. მიმდინარეობს კვლევა-ძიებითი სამუშაოები, ძველი მონაკვეთების გაწმენდა და ახლების შესწავლა.