ზაფხულის დასრულებამდე ყველაზე ცხელი თვე ჯერ კიდევ წინ არის. თუ დასვენებას აგვისტოში გეგმავთ, ან აგარაკზე წასვლას საერთოდ ვერ ახერხებთ გირჩევთ საცურაო აუზის შეძენაზე იფიქროთ. ამ გზით თქვენ წყლის პროცედურების ჩატარებას თქვენივე ბაღში შეძლებთ და ყოველდრიურობა მთელი ოჯახისთვის დაუვიწყარ მოგონებად გადაიქცევა.
რა უნდა გავითვალისწინოთ აუზის შეძენისას?
საცურაო აუზის შეძენამდე ყურადღებით განსაზღვრეთ მიზანი. ამის შემდგომ შეისწავლეთ აუზის მახასიათებლები და შეარჩიეთ შესაფერისი აღჭურვილობის მოდელი. აუზის შეძენისას გასათვალისწინებელია 4 ძირითადი ფაქტორი:
- აუზის ტიპი;
- ზომა;
- უსაფრთხოება;
- დამატებითი აღჭურვილობა;
ორი ტიპის საცურაო აუზი არსებობს: გასაბერი და კარკასული. მსგავსი მოდელების მონტაჟი/დემონტაჟი დამოუკიდებლად შეგიძლიათ და ეს პროცესი სპეციალისტის ჩართულობას არ მოითხოვს. გასაბერი აუზების შეძენა განსაკუთრებით აქტუალურია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, ხოლო მთელი ოჯახის კომფორტული დასვენებისთვის კარკასული აუზის შეძენას გირჩევთ.
აუზის ზომა მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია. დიდი ოჯახისთვის 7 ადამიანზე გათვლილი მოდელი დაგჭირდებათ, რომელშიც მოცურავეებისთვის თავისუფლად გადაადგილება მარტივია. მცირეწლოვნებისთვის (8 წლამდე) 3 მეტრი სიღრმის აუზის შეძენაა რეკომენდებული, რომელთა ფასები 22 ლარიდან იწყება და მახასიათებლების მიხედვით იცვლება.
სასურველი მოდელის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ აუზის ძირის კონსტრუქციასაც, რათა ცურვისას დაზიანებები თავიდან აირიდოთ. უსაფრთხოებისთვის უმჯობესია აუზი გაბერილი ფსკერით შეიძინოთ, რომლის უსაფრთხო გამოყენებაც გარანტირებულია.
რაც შეეხება დამატებით აღჭურვილობას, აუზს შეიძლება მოყვებოდეს ფილტრაციის სისტემა, რომელიც წყლის სისუფთავეს განაპირობებს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საფრთხეებს აგარიდებთ თავიდან.
შეიძინეთ საცურაო აუზები Liloshop-ზე
საცურაო აუზის შეძენა ონლაინ უკვე შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა ეწვიოთ ლილოშოპს და თქვენთვის სასურველი მოდელი თბილისის მასშტაბით უფასოდ გამოიძახოთ. ვებგვერდზე წარმოდგენილია საცურაო აუზების მრავალფეროვანი არჩევანი, რომელთა შეძენა საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად შეგიძლიათ. კარკასული, ან გასაბერი აუზების შერჩევისას (ფილტრით, ან ფილტრის გარეშე) სასურველია პირადი პრიორიტეტების მიხედვით იხელმძღვანელოთ.
გაითვალისწინეთ, რომ გასაბერი აუზის გადაადგილება მარტივია. კარკასული აუზის აწყობას, ან დემონტაჟს კი მეტი დრო სჭირდება, თუმცა ასეთი ტიპის აუზები ბევრად მყარი კონსტრუქციისაა და მეტ ადამიანს იტევს. ზაფხულის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება, ამიტომ ლოდინი ნამდვილად არ ღირს. უმჯობესია სასიამოვნო დასვენებისთვის პირობები დაუყოვნებლივ შეიქმნათ და მარტივი კონსტრუქციის აუზი თქვენივე ბაღში დაამონტაჟოთ. წყლის პროცედურები თქვენი ოჯახისთვის ცხელ სეზონს ნამდვილ დღესასწაულად აქცევს.