გურიაში რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

გურიაში რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკო.

,,15 წელი გავიდა 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ- საქართველოს უთანასწორო ომიდან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრი ვაჟკაცი შეეწირა. მათ შორის, გურიის რეგიონმა დაკარგა 9 გმირი. მინდა, ქედი მოვიხარო მათი ხსოვნის წინაშე. მებრძოლებმა ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე დათმეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის.

ასევე, აგვისტოს თვე ჩვენი ქვეყნისთვის ორმაგად მძიმე გახდა 3 აგვისტოს შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ.  მინდა, გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებს", - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.