როდის უნდა მივმართოთ სარეაბილიტაციო ცენტრს?

როდის უნდა მივმართოთ სარეაბილიტაციო ცენტრს?

სარეაბილიტაციო ცენტრი არის სპეციალიზირებული დაწესებულება, რომელიც ფოკუსირებულია ყოვლისმომცველი სერვისის მიწოდებაზე იმ პირებისთვის, რომლებიც გადიან რეაბილიტაციას სხვადასხვა დაზიანების გამო.

ასეთი ცენტრის მთავარი მიზანია, დაეხმაროს პაციენტს ფიზიკური ფუნქციების აღდგენაში, ტკივილის მართვასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.   

რეაბილიტაციის პროცესი, როგორც წესი, მოიცავს სამედიცინო, თერაპიულ და სარეაბილიტაციო ინტერვენციებს, რომლებიც მორგებულია თითოეული პაციენტის სპეციფიკურ საჭიროებებზე.

ფიზიკური თერაპია მთავარ როლს თამაშობს ტრავმის რეაბილიტაციაში. ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის მჭიდრო თანამშრომლობა პაციენტებთან, პერსონალიზებული სავარჯიშო პროგრამები და სპეციალიზებული ტექნიკა, უზრუნველყოფს ინდივიდის სწრაფ აღდგენით პროცესს.

სარეაბილიტაციო ცენტრისთვის მიმართვა საჭიროა იმ ადამიანისთვის, რომელსაც აქვს ფიზიკური დაზიანება, გადის პოსტოპერაციულ ან პოსტტრავმულ პერიოდს. რეაბილიტაციის ცენტრით შეიძლება ისარგებლონ:

პირებმა, რომელთაც აქვთ ორთოპედიული დაზიანება ან გადიან ამ დაზიანების სამკურნალოდ ჩატარებული ოპერაციის შემდგომ პერიოდს (მაგ: სახსრის ჩანაცვლება - ენდოპროთეზირება). რეაბილიტაციის ცენტრი დაეხმარება მათ ,აღიდგინონ დაზიანის მიდამოში ძალა, ფუქნცია და მობილობა.

ძვალ- კუნთოვანი დაზიანების მქონე პირებმა: როგორიცაა ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი,ზურგის ტკივილი ან ფიბრომიალგია. ცენტრს შეუძლია უზრუნველყოს ტკივილის მართვის სტრატეგიები, სავარჯიშო პროგრამები და ხერხები, სახსრების მობილობის გასაუმჯობესებლად.

ინდივიდებმა ნევროლოგიური დაზიანებებით: მაგალითად, ინსულტი, ზურგის ტვინის დაზიანება, ტვინის ტრავმული დაზიანება, გაფანტული სკლეროზი ან პარკინსონის დაავადება. ეს მდგომარეობები ხშირად საჭიროებენ რეაბილიტაციას, რა დროსაც უმჯობესდება  წონასწორობა, კოორდინაცია და ფუნქციური შესაძლებლობები.

სპორტული ტრავმის მქონე ათლეტებმა: როგორიცაა მყესის დაჭიმვა, იოგის გაგლეჯა ან მოტეხილობა. სარეაბილიტაციო პროგრამებს შეუძლიათ უზრუნველყონ სპორტსმენის სპორტულ აქტივობებში უსაფრთხო დაბრუნება, ძალების, მოქნილობის, გამძლეობისა და სპორტის სპეციფიკური უნარების აღდგენაზე ფოკუსირებით.

სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დაზიანებების მქონე პირებმა: მაგალითად ,განმეორებითი მოძრაობების შედეგად მიღებული დაზიანებები ხშირია მხატვრებში, მებაღეებში. ხშირად ხერხემლის დაზიანება გამოწვეულია მუშაობის პროცესში არასოწორი პოზის შერჩევით.

ადამიანებმა, რომლებიც განიცდიან ქრონიკულ ტკივილს - ზურგის ქრონიკული ტკივილი, ფიბრომიალგია, კომპლექსური რეგიონალური ტკივილის სინდრომი.

H2 „ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრი“ თბილისში

რეაბილიტაციის ცენტრი, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ ზემოთ განხილული მდგომარეობების დროს,  თბილისში, ლუბლიანას ქ. N11. “ახალი ხედვის” სარეაბილიტაციის ცენტრში“ დაგხვდებათ პროფესიონალი ექიმების გუნდი და სასიამოვნო გარემო. ცენტრი აღჭურვილია  აღჭურვილია გერმანული პრემიუმ ბრენდების Zimmer-ისა და Physiomed-ის უახლესი  აპარატურით.

სერვისების და სხვა ინფორმაციების მისაღებად ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.rehabilitation.ge  ან დარეკეთ:  032 250 15 55