წელის ტკივილი გავრცელებული პრობლემაა, ამ პრობლემის ]გამომწვევი მიზეზი კი უამრავია. ზოგჯერ ეს პრობლემა მოულოდნელ ტრავმას, დაზიანებას, დაჭიმულობას, არასწორ მოძრაობას ან რომელიმე დაავადებას უკავშირდება. თუ კი წელის ტკივილს ქრონიკული ხასიათი აქვს და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაწუხებთ უმჯობესია, რომ პირად ექიმს მიმართოთ და შესაბამისი კვლევები ჩაიტაროთ.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები წელის ტკივილის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებად მჯდომარე ცხოვრების წესს, ხერხემლის პათოლოგიებს, ფიზიკურ დატვირთვასა და პროფესიულ საქმიანობას მიიჩნევენ. გარდა ამისა, წელის ტკივილის მიზეზი შესაძლოა გახდეს:
- გადაღლილობა;
- დაჭიმულობა;
- დიდხანს ცუდ პოზაში ჯდომა/წოლა;
- სიმძიმეების აწევა;
- ტრავმა;
- რომელიმე დაავადება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ infomedical-ს.
ხშირად წელის ტკივილი სუნთქვის დროს ძლიერდება, ამას შეიძლება მრავალი განსხვავებული მიზეზი ჰქონდეს, მაგალითად ძვლოვანი ან კუნთოვანი ნაწილის დაზიანება. მწვავე, ძლიერი, შეტევითი ტკივილი კი, როგორც წესი, წელკავს ახასიათებს. წელის ტკივილის დროს პაციენტები მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. წელის არეში დატვირთვის შემსუბუქების მიზნით და დისკომფორტის შესამცირებლად ადამიანები წელის ქამრებს ატარებენ. ეს პროდუქტი ხერხემლის საჭირო ხარისხით ფიქსაციას უზრუნველყოფს და ზურგის კუნთების დაჭიმვის, სპონდილოზისა და იოგების/მყესის დაზიანების მკურნალობის პროცესში ძალიან ეფექტურია. პაციენტები მას ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნითაც ატარებენ. წელის ქამრების მრავალფეროვანი არჩევანია სამედიცინო კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიათა ქსელში ხელმისაწვდომია სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების მქონე უმაღლესი ხარისხის ზურგის ქამრები და კორსეტები.