დღესდღეობით, სკუტერი გადაადგილების თანამედროვე და კომფორტული საშუალებაა. ის როგორც ბავშვების, ასევე მოზრდილების ყოველდღიურობის ნაწილია და მისი შერჩევა საკმაოდ საპასუხისმგებლო საკითხია. სანამ სკუტერს შეიძენდეთ გაეცანით მის რამოდენიმე ტიპს და თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტი ამის შემდგომ შეარჩიეთ.
ქალაქის სკუტერები
ქალაქის სკუტერები ელექტრო მოდელებთან შედარებით დაბალი წონით და ღირებულებით გამოირჩევა. პროდუქციის უმარტივესი ვერსიები აღჭურვილია მხოლოდ ფეხის მუხრუჭით, ხოლო უფრო თანამედროვე მოდელებს ხელის მუხრუჭიც აქვთ დამატებული.
იმ შემთხვევაში თუ ქალაქის დათვალიერება გსურთ, კლასიკური მოდელი აირჩიეთ. ასეთი ტიპის სკუტერი ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არაჩვეულებრივი სატრანსპორტო საშუალებაა.
ელექტრო სკუტერები
ელექტრო სკუტერის ძრავა პირდაპირ საჭეშია დამონტაჟებული. ასეთი მოდელები მსუბუქი და კომპაქტურია, მაგრამ მათი სიმძლავრე 500 ვტ-ს არ აღემატება. ჩვეულებრივსა და ელექტრო სკუტერს შორის მთავარი განსხვავებაა ელემენტის არსებობა, რომელიც საჭის სვეტში მდებარეობს. ხშირად ამ ტექნიკას დამატებული აქვს განათება, ბორტ კომპიუტერი, ან დაფა. აღსანიშნავია, რომ ელექტრო სკუტერმა შეიძლება განავითაროს 10-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარე. ეს ყველაფერი მოდელსა და მის მახასიათებლებზეა დამოკიდებული.
საბავშვო სკუტერები
ჩვეულებრივ საბავშვო სკუტერებს დასაკეცი დიზაინი აქვთ და მათი წონა 5 კგ-ს არ აღემატება. ასეთი მოდელები აღჭურვილია რბილი ბორბლებით, რომლებიც ხელს უწყობენ ვიბრაციის და დარტყმების შემცირებას. ბავშვების სკუტერებს ორი, ან სამი ბორბალი აქვს. ტრიციკლები შესაფერისია დამწყებთათვის, რაც ტარებისას წონასწორობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ბავშვებისთვის განკუთვნილ სკუტერებს ახასიათებს:
- მცირე ზომა;
- მარტივი დიზაინი;
- მცირე წონა;
- ფართო და დაბალი პლატფორმა;
- დამატებითი აქსესუარები კალათის, ან ზარის სახით;
- საჭის მექანიზმის სტაბილურობა და სირბილე;
ბავშვებისთვის განკუთვნილი მოდელები მიდრეკილია დახრისკენ. ამასთან, რაც უფრო რბილია მექანიზმი, მით უფრო მარტივად სწავლობს მოზარდი მის მართვას. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო დაბალი და ფართოა პლატფორმა, მით უფრო სტაბილურია სკუტერი.
სად შევიძინოთ საბავშვო სკუტერი ონლაინ?
ლილოშოპზე საბავშვო სკუტერების ღირებულება 54 ლარიდან 139 ლარამდე მერყეობს. მაქსიმალური დატვირთვა ასი კილოგრამი, ხოლო ბორბლის დიამეტრი 10 სმ-ია. ნებისმიერი ფერის და მოდელის სკუტერის შესაძენად სახლიდან გასვლა და ცხელ ამინდში საყიდლებზე სიარული არ მოგიწევთ. საკმარისია გაეცნოთ ვებგვერდზე წარმოდგენილ პროდუქციას და თქვენთვის სასურველი სკუტერი თქვენივე მისამართზე გამოიძახოთ. რაც მთავარია თბილისის მასშტაბით უფასო მიტანის სერვისი მოქმედებს, რაც პროდუქციის შეძენის პროცესს კიდევ უფრო გაგიმარტივებთ.