„საქართველოს მელიორაცია“, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სადრენაჟე სისტემის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს

„საქართველოს მელიორაცია“, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სადრენაჟე სისტემის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის   გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.

ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურის ტერიტორიაზე, ბუჩქნარისა და ნატანისაგან  2 კილომეტრი სიგრძის  კოლექტორული და შემკრები ქსელი იწმინდება.

სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს; 15 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება.

დამშრობ მასივზე სამუშაოები აგვისტოს შუა რიცხვებში  დასრულდება.