შალვა პაპუაშვილი: გემის შემთხვევა არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ შევაფასოთ ის ისტერია, რომელსაც ხელოვნურად იწვევენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი უცხოელი მფარველები

შალვა პაპუაშვილი: გემის შემთხვევა არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ შევაფასოთ ის ისტერია, რომელსაც ხელოვნურად იწვევენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი უცხოელი მფარველები

გემის შემთხვევა არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ შევაფასოთ ის ისტერია, რომელსაც ხელოვნურად იწვევენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი უცხოელი მფარველები. ეს არის აბსოლუტური ისტერია ხელოვნურად შექმნილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„რაც მთავარია ვხედავთ, რომ საზოგადოების მხარდაჭერა არის ნული. არის მხოლოდ რამდენიმე აქტივისტი აქციაზე და სოციალურ ქსელში ასევე აქტივისტების მიერ ატეხილი აჟიოტაჟი. საბოლოო ჯამში ეს არის სწორედ პრობლემა, რომ როდესაც ხდება ასეთი ისტერიის მხარდაჭერა და კეთდება ისეთი შეფასებები, როგორიც ჩვენ მოვისმინეთ, მათ შორის აშშ-ის ელჩის მხრიდან, ეს შემდეგ ახალისებს იმ ისტერიას და ძალადობას, რომელიც ჩვენ იქ გუშინ ვნახეთ. ახალისებს საქართველოს პოლიციელზე თავდასხმას. როდესაც ხდება ასეთი აგრესიული აქციების მოწონება, წახალისება და იმის თქმა, თითქოს ეს არის ქართველი ხალხის ნება და ეს გახლავთ მაღალი ლეგიტიმაციის მქონე აქციები. ყველას მოვუწოდებ სიფრთხილისკენ. როდესაც დეპოლარიზაციაზე და დერადიკალიზაციაზე“, - განმარტა შალვა პაპუაშვილი.