უკრაინული მარცვლეულისთვის საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნის გამო, ოფიციალური კიევი პოლონეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს.
„უკრაინა და მსოფლიო გლობალური სასურსათო კრიზისის ზღვარზეა, პოლონეთის ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ ევროკავშირის საზღვრებიც დაიკეტება უკრაინული მარცვლეულისთვის. დემოკრატიაა, როცა მთავრობა მოქმედებს როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება და არა როგორც წინასაარჩევნო შტაბი“, - წერს ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა.
მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის გახანგრძლივების მოთხოვნით, ევროკავშირს პოლონეთის გარდა კიდევ 4-მა სახელმწიფომ - ბულგარეთმა, უნგრეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა მიმართეს. ხუთივე სახელმწიფოში მარცვლეულის მხოლოდ ტრანზიტია დაშვებული.