ზუსტად ვიცით, რომ არანაირი სტატუსი, არანაირი დაახლოება ევროინტეგრაციის სისტემაში საქართველოს მხრიდან, რუსეთისთვის ხელსაყრელი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ამ გადაწყვეტილებას ვინც ხელს უწყობს, ეს არის არახამია და ძმანი მაგათი. ეს არიან ადამიანები, ვინც ყოველდღიურად მუშაობენ იმაზე თუ როგორ დაასხან იმ წისქვილზე წყალი, რომელსაც რუსეთი ატრიალებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე“, - აცხადებს ვოლსკი.
საქართველოს პრემიერის განცხადებას, რომ უკრაინა დაინტერესებული იყო საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი ოფიციალური კიევი გამოეხმაურა. დავით არახამია ირაკლი ღარიბაშვილს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ თუ ვინმე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს ეს დღევანდელი ხელისუფლებაა.