საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის პროექტის - STEM სკოლის პირველი მოდული დასრულდა

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის პროექტის - STEM სკოლის პირველი მოდული დასრულდა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის მიერ შექმნილი პროექტის - STEM სკოლის პირველი მოდული დასრულდა.

18 ივლისს მოდულის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ. STEM სკოლის პროექტის მეორე მოდული სექტემბრის მეორე ნახევარში დაიწყება და 2024 წლის იანვრის ბოლოს დასრულდება.

STEM-ის ონლაინ სკოლაში 201 მოსწავლე სწავლობს, რომელთაგან რეგიონში მცხოვრებ საუკეთესო შედეგის მქონე 63 ახალგაზრდას საქართველოს ბანკი სწავლას და საგანმანათლებლო რესურსებს სრულად უფინანსებს. 

საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციის მიზანს მოსწავლეებში, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მომავლის პროფესიების მიმართ ინტერესის გაღრმავება და ამ მიმართულებით ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა წარმოადგენს.

შესაბამისად, STEM-ის სკოლაში მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ სასწავლო კურსი ონლაინ, მიიღონ სერტიფიცირებული და სიღრმისეული აკადემიური ცოდნა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, და რა მთავარია, აქციონ თეორიული პრინციპები პრაქტიკულ გამოცდილებად.

„საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს განათლების მხარდაჭერას. ჩვენ მიერ განხორციელებული და მხარდაჭერილი ინიციატივების მიზანს მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით კი რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და მათში მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავება წარმოადგენს. რადგან გვჯერა, რომ უკეთესი მომავლის საწინდარი განათლებაშია. კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შექმნილი STEM სკოლა კი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რადგან პროექტი შესაძლებლობას აძლევს მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს, მიიღონ ხარისხიანი STEM განათლება, შეიძინონ საბაზისო ცოდნა ელექტროინჟინერიისა და პროგრამირების მიმართულებით, ფუნქციურად გამოიყენონ მიღებული გამოცდილება და დამოუკიდებლად განაგრძონ განვითარება. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას აქტიურად და უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად ბანკმა უკვე 100 000-მდე ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა. კერძო ფინანსური ინსტიტუტის მისიაა, ხელი შეუწყოს იმ ადამიანთა პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს მომავალს ქმნიან. ბანკი პარტნიორებთან ერთად 35-მდე საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რაც ახალგაზრდებს უქმნის შესაძლებლობას, მიიღონ ხარისხიანი განათლება, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ინიციატივა განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მოსწავლეების მხრიდან STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ამ მიზნით შეიქმნა STEM ბანაკი, რომელშიც მონაწილეობა მეათე და მეთერთმეტე კლასის 70-მა მოსწავლემ მიიღო.