სარფის მებაჟე ოფიცრების მიერ, დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

სარფის მებაჟე ოფიცრების მიერ, დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე-ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. კერძოდ, წინასწარი დეკლარირების ფარგლებში, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის მიზნით, კომპანიის მიერ, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან, სატვირთო ავტომობილით შემოტანილი იქნა სხვადასხვა დასახელების ინვენტარი. აღნიშნული ავტომობილის მისაბმელის დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა ლუქის მთლიანობის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

ეჭვის საფუძველზე განხორციელდა ტვირთის დეტალური დათვალიერება, რის შედეგადაც აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული სიგარეტი, ჯამში 10400 ღერი და სხვადასხვა დასახელების 77.8 კილოგრამი (საერთო საბაჟო ღირებულება: 31 368 ლარი) მედიკამენტი.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.