შალვა პაპუაშვილი მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე: გამოვრიცხავ, რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები დანაშაულში იყვნენ ჩართულები

შალვა პაპუაშვილი მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე: გამოვრიცხავ, რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები დანაშაულში იყვნენ ჩართულები

მე ზოგადად გამოვრიცხავ, რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები დანაშაულის ჩადენაში იყვნენ ჩართულები, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტიკის კითხვას - გამორიცხვას თუ არა ის, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეში ჩართული იყო სუს-ის თანამშრომელი.

ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, რატომ იძიებს ამ საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რაზეც პაპუაშვილმა ასე უპასუხა:

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს ამ საკითხს და ის დაადგენს ვინ იყო ჩართული, რა იყო მოტივი და ა.შ. საპარლამენტო გამოძიების საკითხს ეს არ წარმოადგენს. გამოძიება გულისხმობს იმას, რომ ჩვენი სამართალდამცველი სტრუქტურები არიან იმდენად ორიენტირებული ადამიანებზე, რომ ვინმეს თუ ეჭვი წარმოექმნება, საკითხს სწავლობენ და იძიებენ. მე ზოგადად გამოვრიცხავ, რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები დანაშაულის ჩადენაში იყვნენ ჩართულები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.