წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გია ხარჩილავას კვლავ თანაგუნდელები უპირისპირდებიან და მას იმპიჩმენტით ემუქრებიან.
მათი მტკიცებით, მერი დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს და თანამდებობას პირადი ინტერესებისთვის იყენებს. აქედან გამომდინარე, ხარჩილავას თანაგუნდელებს მიაჩნიათ, რომ მერმა თანამდებობა უნდა დატოვოს.
ამ განცხადებებს წინ უძღოდა მერის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სოფელ ჯვრის წარმომადგენელი მერმა სამსახურიდან გაათავისუფლა.