ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველო რომ რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, ამას არ უნდა დიდი მტკიცებულება და გამოძიება.
„ჩაიხედეთ სტატისტიკაში, თაღლითმა ოსტაპ ბენდერმაც კი იცოდა ეს, რომ „სტატისტიკამ იცის ყველაფერი“. სტატისტიკისთვის ერთი თვალის გადავლებით დავინახავთ, როგორ ეხმარება თურქეთი, საქართველო და სომხეთი რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში“, - აცხადებს გოცირიძე.
უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებისგან საქართველოს მისამართით მორიგი ბრალდებები ისმის. ამჯერად უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამტკიცებს, რომ საქართვლო რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. პოდოლიაკი მტკიცებულებებზეც საუბრობს, თუმცა მათ არც ამჯერად ასაჯაროებს.