უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი ამტკიცებს, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. მიხაილო პოდოლიაკი მტკიცებულებებზეც საუბრობს, თუმცა მათ არც ამჯერად ასაჯაროებს.
„საქართველო აღქმულია ჩვენთვის როგორც ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ირიბად თუ პირდაპირ რუსეთს მისცეს საშუალება გააგრძელოს ომი. საქართველოს ხელისუფლება ასე თუ ისე ეძებს გზებს დაეხმაროს რუსეთს, რათა სანქციებს გვერდი აუაროს. თუ საჭირო იქნება, ამის იურიდიულ მტკიცებულებებსაც წარმოვადგენთ ანალიტიკური ინფორმაციის სახით, რომელსაც ჩვენი სადაზვერვო ორგანიზაციები გვაწვდიან. ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს.
საქართველო არ უერთდება იმ სანქციებს, რომლებიც ჩვენი პარტნიორების, ევროკავშირის მხრიდან არის დაწესებული. საქართველოს ხელისუფლების ქმედება საერთოდ ამოუხსნელია. ერთი მხრივ, ითხოვს კანდიდატის სტატუსს, მეორე მხრივ დემონსტრაციულად ამბობს უარს სანქციების პოლიტიკის მხარდაჭერაზე. ეს ეხება არა მხოლოდ ფრენების აღდგენას. ჩვენთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია. რასაც კობახიძე აცხადებს ტყუილია - არასოდეს იყო უკრაინა დაინტერესებული, რომ საქართველოში მეორე, მესამე თუ მეათე ფრონტი“, - აცხადებს პოდოლიაკი.