მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის ვერსიასთან დაკავშირებით საპატრიარქოში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის ვერსიასთან დაკავშირებით საპატრიარქოში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის ვერსიასთან დაკავშირებით საპატრიარქოში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

მედიაში უმაღლესი სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, მეუფე შიოსთვის ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში არაერთი საეჭვო ნივთიერება აღმოჩნდა.

მეუფე იოანესა და მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მათ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიიდან შეიტყვეს. მეუფე იოანეს განცხადებით, იგი ახლახანს ესაუბრა მეუფე შიოს გელათის სამონასტრო კომპლექსზე და მისგან მოწამვლის შესაძლო ვერსიებზე არაფერი მოუსმენია. მღვდელმთავრები არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული შესაძლოა, არასწორი ინფორმაცია იყოს და ეკლესიაზე მორიგი შეტევის მცდელობა.