ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი  სპექტაკლით ,,ავი მუსაიფი“ გაიხსნა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი  სპექტაკლით ,,ავი მუსაიფი“ გაიხსნა

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ნოდარ მაჭარაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლით ,,ავი მუსაიფი“ გაიხსნა.

ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.