რა უნდა ვიცოდეთ ბრტყელტერფიანობის შესახებ?

რა უნდა ვიცოდეთ ბრტყელტერფიანობის შესახებ?

ბრტყელტერფიანობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც ხშირად გამოხატული სიმპტომები არ ახასიათებს, თუმცა, ბრტყელი ტერფის მქონე ადამიანებს პერიოდულად აწუხებთ ტკივილის შეგრძნება ფეხის არეში, განსაკუთრებით - ქუსლის ან თაღის მიდამოში. ყოველდღიური აქტივობის შედეგად კი ტკივილი უფრო მეტადაა გამოხატული. ბრტყელი ტერფის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს:

  • არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება;
  • კუნთების მოდუნება ტერფის არეში;
  • ტერფების ქსოვილების გაჭიმვა;
  • ტრავმა;
  • ასაკის მატება ან ჭარბი წონა.

აუცილებელია, რომ ამ პრობლემას სათანადო ყურადღება მიექცეს, ვინაიდან,  ბრტყელტერფიანობა საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ხერხემლის ფორმირებასა და მთელს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე. თუ ბავშვი დადის არასწორად, კოჭლობით და ხერხემალზე არათანაბარი დატვირთვა აქვს - ეს იწვევს ხერხემლის გამრუდებას, მით უმეტეს ზრდის პერიოდში, როცა ყველაფერი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.

როგორ ვუმკურნალოთ ბრტყელტერფიანობას?

რაც უფრო დროულად მოხდება ბრტყელტერფიანობის გამოვლენა, მით უფრო მარტივია მკურნალობის ეტაპი. მკურნალობის დროს საჭიროა დისციპლინა, ვარჯიში, სამკურნალო ფიზკულტურის ჩატარება, ორთოპედიული სუპინატორების შერჩევა და ინდივიდუალური ღაბაშის დამზადება. ამ პროდუქტის გამოყენება საგრძნობლად აუმჯობესებს ბრტყელტერფიანობის მკურნალობის პროცესსა და ახდენს თანმხლები დაავადებების პრევენციას. სუპინატორის ტარება აუცილებელია ტერფის ანატომიური მდგომარეობის დარღვევების შემთხვევაში. ეს პროდუქტი, პირველ რიგში,   სიარულის კორექციას უზრუნველყოფს და ტერფის არასწორი ფუნქციით გამოწვეულ პრობლემებს აწესრიგებს. სუპინატორები ეფექტურია სპორტული აქტივობების დროს ტერფზე ზედმეტი დატვირთვის თავიდან ასაცილებლადაც. კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში ორთოპედიული სუპინატორების ფართო არჩევანია წარმოდგენილი. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს მყარსა და სილიკონის სუპინატორებს სთავაზობს, რომლებიც სხვადასხვა პრობლემის მკურნალობისა და რეაბილიტაციის დროს გამოიყენება. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიაში ხდება ინდივიდუალური ღაბაშის (სუპინატორების) დამზადება. ტერფის  ბაროპოდომეტრული კვლევისა და პოდოსკანირების  საფუძველზე შესაძლებელია ამ პროდუქტის  დამზადება ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის, რაც იძლევა მაქსიმალურ შედეგს ბრტყელტერფიანობისა და ტერფის სხვა პათოლოგიების  კორექციისა და პროფილაქტიკისათვის.