ყელსაბამი, რომელიც სწორადაა შერჩეული საერთო სტილსა და ლუქთან მიმართებაში ყოველთვის თვალშისაცემი და გამორჩეულია.
რასაკვირველია, სხვადასხვაა ყოველდღიური და საზეიმო დღეებისთვის განკუთვნილი აქსესუარები. ერთმა პატარა სამკაულმა შესაძლოა სრულიად დაუკარგოს ხიბლი თქვენს ჩაცმულობას ან პირიქით, გამორჩეული და დასამახსოვრებელი გახადოს ის.
ხარისხიანი, მოდური და ტრენდული სამკაულების ასარჩევად საუკეთესო ადგილი საათებისა და სამკაულების მაღაზია Time -ია. აქ ნახავთ როგორც მინიმალისტური სტილის ყელსაბამებს, ასევე ძვირფასი თვლებით გაფორმებულს, ფერადსა და ორიგინალურს.
ყელსაბამი სახელის ინიციალით
ბოლო პერიოდში ძალიან მოდური გახდა ყელსაბამები საკუთარი სახელის ინიციალით, Time- ის მაღაზიათა ქსელში მსგავს ყელსაბამებს ბრენდი PDPAOLA წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მოოქროვების გამორჩეული ტექნიკით შექმნილი უმაღლესი სინჯის ვერცხლის PDPAOLA-ს ყელსაბამები, ფერს არც წყალში იცვლის და დიდხანს იქნება თქვენი საყვარელი სამკაულების ჩამონათვალში.
ყელსაბამი განწყობისთვის
თუ გსურთ, ყელსაბამი თქვენთვის და თქვენს ირგვლივ მყოფთათვის კარგი განწყობის შემქმნელი იყოს, პანდორა-ზე შეაჩერეთ არჩევანი. ფერადი, დახვეწილი, საკუთარი ისტორიის თავად შემქმნელი - ასე ახასიათებენ მას ქალბატონები
განსაკუთრებული შემთხვევებისთვის
გამორჩეული შემთხვევებისთვის დახვეწილ ყელსაბამს REBECCA - ს ბრენდი გთავაზობთ, ულამაზეს, იტალიურ ყელსაბამს და Swarovski-ს თვლებით გაწყობილ გულსაკიდს, მხოლოდ თაიმში შეიძენთ. რებეკა არის იტალიური, მაღალი დონის საიუველირო ბრენდი, რომლის ოფისი ფლორენციაშია, ტოსკანის გულში. კომპანია დაარსდა 1998 წელს ალესანდრო ტესტის მიერ. სწორედ მას გაუჩნდა პირველად იდეა, რომ გამოეყენებინა "არაძვირფასი" ნედლეული, როგორიცაა ბრინჯაო და ფოლადი, გადაემუშავებინა მაღალხარისხიანი ტექნოლოგიების გამოყენებით და გაეერთიანებინა ძვირფას მასალებთან, როგორიცაა ოქრო და ბრილიანტი. ამ ინოვაციურმა და ორიგინალურმა იდეამ უდიდესი გავლენა მოახდინა ბაზარზე, შედეგად რამდენიმე წლის შემდეგ ბრენდმა მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.
მარგალიტი - მასთჰევი
მინიმუმ ერთი მარგალიტის ყელსაბამი ყველა ქალის სამკაულის ყუთში უნდა იყოს. მარგალიტის ყელსაბამი ხომ ყველა დროის გამორჩეული სამკაულია. TI'ME-ში ყელსაბამს მარგალიტით OLIVER WEBER-ი წარმოადგენს. ბრენდის ყველა ნაწარმი გადის დეტალურ ხარისხის კონტროლს და ყველა კრისტალი სამკაულში მაგრდება ხელით.
ყოველდღიური და მინიმალისტური
თუ მინიმალისტური სტილის მოყვარული ხართ და უფრო ვერცხლი გიტაცებთ , ვიდრე ოქრო, ამ შემთხვევაში ANIA HAIE - ყელსაბამი, თქვენი ყოველდღიური სტილის განუყოფელი ნაწილი იქნება. ANIA HAIE -ს სამკაულები დამზადებულია 925 სინჯის ვერცხლით და დაფარულია როდიუმით, 14 კარატიანი ყვითელი ან ვარდისფერი ოქროთი. Ania Haie-ს თითოეული კოლექცია ხაზს უსვამს მოდის ახალ ტენდენციებს. სამკაულები გამოირჩევა უნიკალური დიზაინით და თითოეულ დეტალს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.