იცოდით, რომ სამაჯური ურთიერთობის სიმბოლო ყოფილა?! ოღონდ ეს არ გულისხმობს მხოლოდ რომანს, ის შეიძლება გამოხატავდეს მეგობრობის, დედაშვილობის და ა.შ. სხვადასხვა ურთიერთობის სიმბოლოს.
ალბათ ადამიანების უმრავლესობა სამაჯურს ამ მიზნით სულაც არ იყენებს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ეს აქსესუარი ძალიან მოდურია, დროსთან ერთად იცვლის დიზაინს, სტილს, მაგრამ აქტუალობას არ კარგავს.
სამაჯურს ატარებენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები, თინეიჯერები და ბავშვიც კი. ის შეიძლება იყოს ძვირფასი ქვებითა და მეტალით აწყობილი, ან ლითონისგან, ტყავისგან, სხვადასხვა ქვისგან დამზადებული.
აქსესუარი კარგად გამოხატავს ადამიანის ხასიათს და გემოვნებას, ამიტომ მისი საშუალებით გარკვეული წარმოდგენის შექმნა შეგიძლიათ ადამიანზე.
საუკეთესო სამაჯურების შეძენა დახვეწილი დიზაინით შესაძლებელია მაღაზიათა ქსელ Time-ში, რომელიც 10 წელზე მეტია ამ სფეროში წარმატებით ოპერირებს და მომხმარებელს თავს ამახსოვრებს გამორჩეული ხარისხის საათებითა და აქსესუარებით.
სამაჯურის ტიპები
ყველასთვის ცნობილი და საყვარელი Pandora-ს ექსკლუზიური წარმომადგენელი სწორედ Time-ია, რომელიც გაძლევთ საშუალებას, არამარტო ამ ბრენდის, არამედ სხვა ევროპული და აზიური ბრენდების ნაწარმი შეიძინოთ მის ფიზიკურ მაღაზიაში, ან საიტზე - Time.ge.
ჩარმებიანი სამაჯური, რომლითაც განთქმულია პანდორა ბევრ ქალს უყვარს, ის კლასიკურ იერს ანიჭებს მის მფლობელს და მეტყველებს მის შინაგან სამყაროზე.
სამაჯური ქვებით
სამაჯურები სხვადასხვა ქვებით მფლობელს იღბალსა და ბედნიერებას ჰპირდება. ხშირად ქვებს დაბადების თარიღის, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით არჩევენ, რომ მათთვის კიდევ უფრო მეტი წარმატებისა და ბედნიერების მომტანი იყოს.
ტყავი და უსაზღვრო ფერთა გამა
თუ ფერადოვნებისა და ტყავის მოყვარული ხართ, Les Georgettes სამაჯურები სწორედ თქვენთვისაა. Les Georgettes-ს ინოვაციური კონცეფცია საშუალებას გაძლევთ მარტივად შეცვალოთ თქვენი სამკაულების ფერი და შეუსაბამოთ ის ნებისმიერ ტანსაცმელს, ან თქვენს განწყობას. ხსენებული ბრენდის სამაჯურები იქმნება საფრანგეთში ვერცხლის, ყვითელი ან ვარდისფერი ოქროს დაფარვით.
რაც შეეხება თავად ბრენდს, ის ორი ჰოლდინგის, Altesse ჯგუფის (საფრანგეთის წამყვანი სამკაულების მწარმოებელი) და Texier-ის (ტყავის ნაწარმის მწარმოებელი ინგლისში) ერთობლივ ნამუშევარს წარმოადგენს. ორივე კომპანია ოფიციალურად აღიარებულია საფრანგეთის ეროვნული მემკვიდრეობის (Entreprises du Patrimoine Vivant) და Renaissance Luxury Group-ის ნაწილად.
Les Georgettes გაძლევთ საშუალებას, გააკეთოთ ერთი შენაძენი, მაგრამ მიიღოთ ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა სამკაული, როგორ? სამაჯურს მოჰყვება ორმხრივი ტყავი, რაც 3 სხვადასხვა სამკაულად გარდაქმნის მას.
დაათვალიერეთ საიტზე Les Georgettes ინოვაციური და საინტერესო სამაჯურები და იყავით ყოველთვის მოდური.