500 Global-მა, საქართველოს ბანკმა და GITA-მ  500 Georgia-ს მეოთხე ნაკადის Demo Day-ს უმასპინძლეს

500 Global-მა, საქართველოს ბანკმა და GITA-მ  500 Georgia-ს მეოთხე ნაკადის Demo Day-ს უმასპინძლეს

Demo Day ეს არის შესაძლებლობა 500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპებისთვის, საკუთარი ბიზნესები პოტენციურ ინვესტორებსა და ფართო საზოგადოებას გააცნონ.

29 ივნისი, 2023 -  ვენჩურულმა საინვესტიციო კომპანია 500 Global-მა, საქართველოს ბანკმა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 500 Georgia-ს სააქსელერაციო პროგრამის მეოთხე ნაკადის Demo Day-ს უმასპინძლეს.

Demo Day-ზე 12-მა სტარტაპმა საკუთარი ბიზნესი ეკოსისტემის წამყვან სტეიკჰოლდერებს, VC  ეკოსისტემის  ადგილობრივ და საერთაშორისო წარმომადგენლებს გააცნო.

500 Georgia-ს 12 კვირიანი ინტენსიური აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, სტარტაპები მენტორებთან ერთად ბიზნესის ზრდის, ფონდების მოზიდვისა და ბაზარზე მასშტაბირების სტრატეგიების შექმნაზე მუშაობდნენ. ასევე, ატარებდნენ ექსპერიმენტებს სტარტაპების ზრდის მთავარი ინდიკატორების გამოსავლენად. მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შედეგად მათ უკვე აქვთ მკაფიო ხედვა, თუ როგორ განავითარონ საკუთარი ბიზნესი და მზად არიან წარსდგნენ პოტენციური ინვესტორების წინაშე, რათა  მათ საკუთარი იდეები გააცნონ.

Demo Day-ში მონაწილე სტარტაპების სია:

  • Arena Games არის WEB3-ის თამაშების პლატფორმა, რომელიც დეველოპერებს აძლევს შესაძლებლობას, მათ მიერ შექმნილ თამაშებში მარტივად მოახდინონ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ინტეგრირება და მიწვდნენ გეიმერების მუდმივად მზარდ საზოგადოებას;
  • Bilimber საგანმანათლებლო პლატფორმაა მე-8-12 კლასელთათვის, რომელიც მოსწავლეებს გამოცდებისთვის მზადებისა და ონლაინ ტუტორის შერჩევის შესაძლებლობას აძლევს.
  • DataMind SaaS პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც საფინანსო ინსტიტუტებს ეხმარება შეაგროვონ, შეინახონ და მართონ მონაცემები, მოახდინონ რისკების მართვის ავტომატიზაცია. მომგებიანობის გათვლები და მარეგულირებელი ანგარიშგების წარმოება მათ ყოველწლიურად დაახლოებით 10 მლნ დოლარის დაზოგვისა და საოპერაციო ეფექტურობის 10%-ით ზრდის შესაძლებლობას აძლევს.
  • Dealpad გაყიდვების გუნდებისთვის შექმნილი პლატფორმაა, რომელსაც იყენებენ კლიენტთა მომსახურების მენეჯერები, რათა მყიდველისათვის პერსონალიზებული გამოცდილება შექმნან.
  • Emonomy ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით ახდენს აუდიტორიის ემოციების გაანალიზებას, რათა განსაზღვროს კამპანიების შედეგები, რაც ეხმარება მარკეტინგის გუნდებს, შექმნან უფრო მეტად ეფექტური მარკეტინგული გადაწყვეტები;
  • Fortu Wealth კერძო საბანკო პლატფორმაა, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებს (HNWI) ფინანსების ეფექტურად მართვაში ეხმარება;
  • Glorri იყენებს ხელოვნური ინტელექტს, სიღრმისეულ მონაცემთა ანალიზსა და ქრაუდსორსინგს, რათა დაეხმაროს კომპანიებს, დაზოგონ თანხები, თავიდან აირიდონ არასწორი კადრების აყვანა და მოახდინონ კადრების შერჩევის პროცესის ტრანსფორმაცია, რაც გლობალურ დამსაქმებელ გუნდებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს;
  • Lala პლატფორმაა, რომელიც ეხმარება მომხმარებელს მუსიკის სწავლასა და მუსიკის გაკვეთილების ჩატარებაში;
  • Murmur ეს არის Google-ის რეკლამების ოფლაინ სამყაროში გადმოტანისთვის შექმნილი ქსელი.
  • OneApply არის ყველაზე სწრაფი გზა სამუშაოს მაძიებლებისთვის, სხვადასხვა პლატფორმებზე განთავსებულ ვაკანსიებზე განაცხადი ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეიტანონ;
  • Squares ღონისძიებების ორგანიზების პროცესის ტრანსფორმაციას ახდენს. ის სამუშაო გარემოს მოქნილობას უზრუნველყოფს. მომხმარებელს კი აძლევს წვდომას 1500-ზე მეტ ლოკაციაზე, სადაც მათ შეუძლიათ იმუშაონ, შეხვდნენ ახალ ადამიანებს და შექმნან სხვადასხვა პროექტები.
  • Uteach ამარტივებს კურსის შექმნისა და სტუდენტებთან კომუნიკაციის პროცესს, რაც დროის დაზოგვას უწყობს ხელს. მრავალენოვანი მხარდაჭერისა და გლობალური გადახდების სისტემების იმპლემენტაციის შედეგად, Uteach მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას ახდენს.

Demo day დღის ფარგლებში საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფმა პანელური დისკუსიის ფარგლებში გააზიარეს საკუთარი შეხედულებები განვითარებად ბაზრებზე ინვესტიციების მოზიდვის შესახებ, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: კავკასია და ცენტრალური აზია. ასევე, ისაუბრეს  იმაზე, თუ რა  გამოწვევები და შესაძლებლობები არსებობს განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისა და ინვესტორებისთვის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკს, 500 Global-სა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის გაფორმებული ოთხწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, 500 Georgia სტარტაპებს წელიწადში ორჯერ გადაამზადებს.

500 Georgia-ს ფარგლებში, რამდენიმე ათეულმა სტარტაპმა ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან უკვე მიიღო მონაწილეობა სტარტაპების გადამზადების 12 კვირიან  ინტენსიურ პროგრამაში. აღსანიშნავია, რომ წელს 500 Georgia-ში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი სტარტაპებმა 40 ქვეყნიდან შემოიტანეს. მათ შორის იყვნენ სტარტაპები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, უზბეკეთიდან, ბალტიის ზღვისა და ბალკანეთის ქვეყნებიდან.

ინფორმაციისთვის, 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადზე მიღება დაიწყო. რეგისტრაციისთვის გადადგით ბმულზე.

500 Global-ის შესახებ:

500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც 2.5 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global-ი ორიენტირდება ისეთ ბაზრებზე, სადაც ტექნოლოგიას, ინოვაციებსა და კაპიტალს აქვს შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს გრძელვადიანი ღირებულების შექმნასა და ეკონომიკის ზრდას. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2800-ზე მეტ კომპანიას, 80-ზე მეტი ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 45-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 150+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 190+ წევრს აერთიანებს 25 ქვეყნიდან, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.