საქართველოს ბანკი მომხმარებლისათვის მის საჭიროებზე და ინტერესებზე მორგებული სერვისისა თუ პროდუქტის შეთავაზებას მუდმივ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, სასურველი ნივთის ან სერვისის ნაწილ-ნაწილ შესაძენად, ბანკი საკუთარ მომხმარებელს გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ სასურველი ნივთის/მომსახურების შეძენა არამხოლოდ ონლაინ, არამედ უკვე ფიზიკურად, სავაჭრო ობიექტებსა და მაღაზიებში შეგიძლიათ. თანხას კი ეტაპობრივად გადაანაწილებთ. თუ წინასწარ გსურთ გაიგოთ, რა ლიმიტია თქვენთვის ხელმისაწვდომი, ამის შემოწმებას მობილბანკში ან საქართველოს ბანკის ვებგვერდზე, შემდეგ ბმულზე შეძლებთ:
ნივთის შეძენისას სალაროსთან მხოლოდ იმის თქმა მოგიწევთ, რომ ნაწილ-ნაწილ იხდით. ამის შემდეგ კი, საქართველოს ბანკის ბარათს, ფიზიკურად ან Apple Pay/Google Pay-ის მეშვეობით შეახებთ ტერმინალს, დაეთანხმებით მოკლე ტექსტური შეტყობინებით მოსულ პირობებს და სულ ესაა. შეძენილი ნივთის საფასურს მოგვიანებით გადაიხდით.
ნაწილ-ნაწილ გადახდის ლიმიტი მინიმუმ 45 ლარიდან იწყება და მაქსიმუმ 5 000 ლარია.
ნაწილ-ნაწილ გადახდის ინოვაციური მეთოდი იძლევა შესაძლებლობას, მარტივად და მოქნილად შეიძინოთ ნივთი ან სერვისი.
რა არის ნაწილ-ნაწილის უპირატესობა:
- სიმარტივე;
- ინოვაციურობა;
- ყიდულობ დღესვე და იხდი ეტაპობრივად;
- იხდი ზუსტად იმდენს, რამდენიც ღირს- გადასახდელი თანხა არის ზუსტად ის, რაც ნივთის ღირებულება, არცერთი თეთრით ზედმეტი;
"ნაწილ-ნაწილ" ყოველმხრივ მოქნილი და ჩვენს რეალობას მორგებული სერვისია. ეს არა მხოლოდ გადახდის ახალი მეთოდია, არამედ ტექნოლოგიურად იდეალურად მოწყობილ პროცესს წარმოადგენს, რომელიც სწრაფად და მარტივად გაძლევს შესაძლებლობას, განახორციელო შენთვის სასურველი ნივთის ან მომსახურების შეძენა, ყოველგვარი დამატებითი დანახარჯის გარეშე. ნაწილ-ნაწილ გადახდისას მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, მობილბანკში ნახოს ჯამში რა თანხის გადანაწილება შეუძლია, როგორც ერთი, ასევე, რამდენიმე ნივთის შესაძენად თუ მომსახურების მისაღებად. ღირებულება კი არც ერთი თეთრით არ ძვირდება. თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად უანგარიშდება ჯამური თანხა და მისი ნახვა საქართველოს ბანკის ციფრულ არხებშია შესაძლებელი. რაც შეეხება ბიზნესებს, რომლებიც სერვისს მომხმარებლებს სთავაზობენ, (ბანკის პარტნიორი ორგანიზაციები, დაწესებულებები, მაღაზიები) ისინი შეძლებენ მარტივად ნახონ მზა ანალიტიკა, თუ რა პროდუქცია, რა რაოდენობით გაიყიდა, რაც მათ დაეხმარება მნიშვნელოვნად გაზარდონ გაყიდვები და სწორი მიმართულებით განვითარდნენ", - განაცხადა საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების საკრედიტო პროდუქტების სრულყოფილების Tribe-ის ლიდერმა, თამარ ბეღელურმა.
დამატებით ინფორმაცია პროდუქტის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
საქართველოს ბანკის პარტნიორი მერჩანტების სიის ნახვას, სადაც შეძლებთ ნაწილ-ნაწილ გადახდით ისარგებლოთ, ამ ბმულზე შეძლებთ.
უფრო მეტი დეტალისთვის შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო