ჩვენ არანაირ ამ საფრთხეს ვერ ვაფიქსირებთ შავ ზღვაზე, - ამის შესახებ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ განაცხადა.
„დაწყნარდნენ, პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ჩვენ თვითონ არ უნდა გადავყაროთ მდინარეებში არაფერი, რომ ეს არ აღმოჩნდეს მერე შავი ზღვის სანაპიროებზე“, - აღნიშნა ჩხობაძემ.
რამდენად უსაფრთხოა შავი ზღვა - ეს საკითხი უკრაინაში კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ გახდა აქტუალური. აჭარის მთავრობა წყლის ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მისი ხარისხი ნორმის ფარგლებშია.