ტექნიკის მწარმოებელი დასავლური კომპანიები რუსეთს უკრაინული ქალაქების დაბომბვაში ეხმარებიან, - ამ სათაურით ვრცელ სტატიას, უკრაინული გამოცემა „ლიგა ნეტი“ აქვეყნებს.
ანტირუსული სანქციების აღსრულებაზე მომუშავე ერმაკ-მაკფონის ჯგუფის ახალი ანგარიშის მიხედვით, რაკეტების ელექტრონული კომპონენტების 81 პროცენტი შეერთებულ შტატებშია დამზადებული.
„რუსული რაკეტების შემადგენლობაში შვეიცარიაში, გერმანიასა და იაპონიაში წარმოებული ელემენტებიც შედის. ამერიკული მიკროსქემები და ჩიპები ნაპოვნი იყო ცოტა ხნის წინ კრივოი როგსა და ოდესაში განადგურებულ ფრთოსან რაკეტებშიც. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მონაცემებით, რაკეტა, რომელიც კრივოი როგში საცხოვრებელ სახლს მოხვდა, 2023 წლის აპრილში იყო გამოშვებული და ის დასავლეთში წარმოებულ 50-ზე მეტ კომპონენტს შეიცავდა“, - წერს გამოცემა.