გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, რადგან მას ტემპერატურა და წნევა აქვს, - ამის შესახებ ალასანიამ კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა.
ალასანიას თქმით, მას მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკის შესახებ არ უსაუბრია.
„მე თვითონ ვარიდებ ამ თემას თავს, არ მინდა ამ თემაზე საუბარი, რადგან დამატებით ნერვები არ ავუშალო. მისი ჯანმრთელობა უფრო მაინტერესებს-ხოლმე. ტემპერატურა გუშინ ჰქონდა 38 გრადუსამდე, წნევა 140/100-ზე. გამოჯანმრთელებამდე შორს ვართ.
კვებას რაც შეეხება, ხორცს ვერ ჭამს, ცხიმიანს ვერ ჭამს. რაღაც ცოტ-ცოტას ახერხებს. მე ვერ ვხედავ ცვლილებას. სიცხე ისევ 38-მდე აქვს, წნევა 140/100-ზე, რანაირად არის მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესებული?!“, - განაცხადა გიული ალასანიამ.