საცხოვრებელ და სამუშაო სივრცეში ცენტრალური გათბობის სისტემების მონტაჟი დღესდღეობით აუცილებლობას წარმოადგენს. ამ მიმართულებით სამუშაოების დაგეგმვა საპასუხისმგებლო საკითხია. აუცილებლად გაითვალისწინეთ პროფესიონალების რეკომენდაციები, რათა ცენტრალური გათბობის ხარისხიანი აგრეგატები მრავალი წლის განმავლობაში უპრობლემოდ გამოიყენოთ.
გათბობის სისტემის მონტაჟამდე გასათვალისწინებელი ფაქტორები
ცენტრალური გათბობის სისტემებს რამოდენიმე უპრატესობა ახასიათებს. გაზზე მომუშავე სისტემა მთელ სივრცეს წყლის მიმოქცევის საშუალებით ათბობს. ამასთან, რადიატორები ცხელ ჰაერს და მტვერს არ აფრქვევენ, შესაბამისად, სახლში ანტიალერგიული გარემო იქმნება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ რაც უფრო მაღალი ეფექტიანობისაა ქვაბი, მით მეტად ეკონომიური გამოყენება გარანტირებულია. გათბობის სისტემის სამი მნიშვნელოვანი კომპონენტია:
- ცენტრალური გათბობის ქვაბი
- მილები
- რადიატორები
ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟამდე უნდა გამოიანგარიშოთ სივრცის თბოდანაკარგი, წინასწარ შეარჩიოთ ადგილი, სადაც ქვაბი და რადიატორები განთავსდება. ცენტრალური გათბობის ქვაბი სისტემის მთავარი აგრეგატია, ამიტომ თქვენთვის ოპტიმალური მონაცემების დასადგენად პროფესიონალების რეკომენდაციით უნდა ისარგებლოთ. რაც შეეხება მილებს, შავი კარკასის შემთხვევაში მილები იატაკში თავსდება. ამ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მილების ხარისხს, რადგან გაუმართაობის შემთხვევაში იატაკის აყრა მოგიხდებათ. უკვე გარემონტებულ ბინაში საშუალო ხარისხის მილების გაყვანა კედელზეც დასაშვებია. ამასთან, თუ რადიატორს საკმარისი რაოდენობის წყალს არ მიაწვდით ის საჭირო სიმძლავრით ვერ იმუშავებს.
ცენტრალური გათბობის ქვაბის დაყენებისას არ გამოიყენოთ მეორადი რადიატორები, რადგან საშუალოდ მათი ექსპლუატაციის ვადა 10-15 წელია. ამასთან, ძველი რადიატორების დაყენება არაეკონომიურია და ხშირად ჯანმრთელობისთვის საფრთხესაც წარმოადგენს.
ცენტრალური გათბობის სისტემები თერმოინდუსტრიაში
საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს შორის, თერმოინდუსტრია ერთ-ერთი ლიდერი იმპორტიორია. კომპანიის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებია: მყარ საწვავზე და ბუნებრივ აირზე მომუშავე კედლის ქვაბები, ალუმინის და ფოლადის რადიატორები, გათბობის მილები. გაითვალისწინეთ, რომ საცხოვრებელი ბინისთვის ეკონომიური ვარიანტი კომპაქტური კედლის ქვაბია, რომლის შერჩევისას ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელია. რაც შეეხება რადიატორებს, ალუმინისგან დამზადებული რადიატორი ბევრად მოქნილი და მარტივად დასაშლელია, ხოლო ფოლადის რადიატორები დაბალ ტემპერატურაზეც შეუფერხებლად მუშაობს. კომპანიაში წარმოდგენილია ყველაზე გამძლე თუჯის რადიატორებიც, რომელთა ექსპლუატაციის ვადა 50 წელია.
თერმოინდუსტრია პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებასთან ერთად მუდმივად ზრუნავს დასაქმებული სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ამიტომ შერჩევიდან მონტაჟამდე სრული პროცესი, უმაღლესი სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს.