ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკური ჯინიანობა არ არის არანაირად სასარგებლო არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტისათვის არც ეროვნული ბანკისათვის, არც პრეზიდენტისთვის და არც მთავრობისთვის

ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკური ჯინიანობა არ არის არანაირად სასარგებლო არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტისათვის არც ეროვნული ბანკისათვის, არც პრეზიდენტისთვის და არც მთავრობისთვის

ვერ დაინიშნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უმრავლესობის თანხმობის გარეშე, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ეს არის მოწოდება იქითკენ, რომ ითანამშრომლონ და პოლიტიკური ჯინიანობა არ არის არანაირად სასარგებლო არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტისათვის არც ეროვნული ბანკისათვის, არც პრეზიდენტისთვის და არც მთავრობისთვის“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებით, იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.