„საქართველოს ფოსტის

„საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე „მსოფლიო საფოსტო კავშირისა" და „მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის" გლობალურ კონფერენციაზე სიტყვით წარსდება

მიმდინარე წლის 6 - 8 ივნისს, იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში,  მსოფლიო საფოსტო კავშირისა (Universal Postal Union) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (World Customs Organization) გლობალური კონფერენცია მიმდინარეობს, რომელზეც „საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე პრეზენტაციით წარსდგება. კონფერენციის თემა გახლავთ „ქვეყანაში შემავალი ელექტრონული კომერციის გამოწვევები და შესაძლებლობები საფოსტო და საბაჟო დარგების თანამშრომლობისას".

აღნიშნულ კონფერენციას ესწრებიან  საფოსტო და საბაჟო დარგის წარმომადგენლები  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.