სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა   პირებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა   პირებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა   პირებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

დასრულდა რეგფონდიდან დაფინანსებული ორი პროექტი:

ასფალტისა და ბეტონის  საფარი დაიგო სოფელ გუთურში, 1,2 კმ გზის მონაკვეთზე.

სოფელ ერკეთის ცენტრიდან შუბნის ტაძრამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 1,3 კმ-იან მონაკვეთზე დაიგო ბეტონის საფარი.

პროექტის ჯამური ღირებულება 964 000 ლარია.

სამუშაოების შემსრულებელია შპს ,,გზები და კეთილმოწყობა”.

ასევე, სოფელ ერკეთში, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, მოინახულეს დედათა მონასტრის მიმდებარედ ღობის აღდგენის დასრულებული სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 54 000 ლარია.

ჯამურად სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ზემო ერკეთში განხორციელდა 200 000 ლარის სამუშაო, ამავე პროგრამის ფარგლებში, ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა 132 000 ლარის სამუშაო.