კისრისა და წელის ტკივილი საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული პრობლემებია. ხანგრძლივად კომპიუტერთან ჯდომა ადამიანებზე მავნე ზემოქმედებას ახდენს და მისგან გამოწვეული დაჭიმულობა განსაკუთრებით წელისა და კისრის არეში ვლინდება. გვერდულად ან მოხრილ მდგომარეობაში ხანგრძლივად არა სწორმა ჯდომამ შესაძლოა ხერხემლის ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი ან ორგანიზმში საკმაოდ სერიოზულ ცვლილებები გამოიწვიოს. ამ დროს ირღვევა ხერხემლის არტერიების ფუნქციონირება, სისხლის ნორმალური მიმოქცევა ტვინში, რაც თავის ტკივილის მიზეზიც ხდება. გარდა ამისა, თანამედროვე სამყაროში გადატვირთული ცხოვრების წესიდან გამომდინარე კისრის ტკივილი ადამიანის ყოველდღიური პრობლემა გახდა. ეს კი მათში გარკვეულწილად ხშირად ქრონიკულ სტრესს, ემოციურ დაძაბულობასა და შფოთს იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია შესაბამისი ორთოპედიული პროდუქტების გამოყენება. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- კისრის ორთოპედიული საყელო - საუკეთესო საშუალება კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც. ეს პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარების დროს.
- ნახევრად რბილი და რბილი კორსეტები - ზღუდავს კისრის მოძრაობას. გამოიყენება კისრის კუნთების დაჭიმვის, კისრის ოსტეოართრიტისა და დისკის თიაქრის დროს. უზრუნველყოფს თავის ნეიტრალურ პოზიციაში დაფიქსირებას. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
- ზურგის კორსეტი - ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის დამზადებული, მისი ტარება მარტივად, ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში. ამ კორსეტს იყენებენ ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს. ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს .
გარდა ამ პროდუქტების გამოყენებისა, გაითვალისწინეთ, რომ კომპიუტერთან მუშაობის დროს მონიტორის ქვედა კიდე ოდნავ წინ გადაწიოთ. სკამი კი სასურველია, რომ კომფორტული და რეგულირებადი იყოს. ჯდომის პროცესში უმჯობესია, კისერი და ხერხემალი ერთ დონეზე დააფიქსიროთ, ტერფი კი აუცილებლად უნდა ეხებოდეს იატაკს.