საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილისა და მისი მისაბმელის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, 41540.67 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ვეცხლის (წონა: 21,635 კილოგრამი) საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.