შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არის არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ - „ნაციონალური მოძრაობა“ არის ასევე „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „დროა“ და „ლელო“

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არის არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ - „ნაციონალური მოძრაობა“ არის ასევე „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „დროა“ და „ლელო“

ეს ნაცმოძრაობის ჩვეულებრივი ტაქტიკაა. ე.წ. დაშლის ტაქტიკა, როდესაც ისინი თითქოს გადიან, ემიჯნებიან, იყოფიან - სინამდვილეში არიან ერთი ორგანიზაციის ნაწილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არის არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ასევე „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „დროა“ და „ლელო“. ყველა ეს ადამიანები ნაცმოძრაობის ყოფილი ლიდერები არიან. ყოფილები ნაცმოძრაობაში არ არსებობენ, ისინი უბრალოდ გაშლილებები არიან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.