შალვა პაპუაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევაზე: შემდეგ კვირას დადგება მომენტი, როდესაც სრულად ოპოზიციის ხელში იქნება ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება - მათ ხელშია ბურთიც, მოედანიც

შალვა პაპუაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევაზე: შემდეგ კვირას დადგება მომენტი, როდესაც სრულად ოპოზიციის ხელში იქნება ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება - მათ ხელშია ბურთიც, მოედანიც

შემდეგ კვირას დადგება ის მომენტი, როდესაც სრულად ოპოზიციის ხელში იქნება ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„იუსტიციის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატია, საიდანაც 2 უნდა შეირჩეს. ამ ოთხ კანდიდატთან დაკავშირებით, მე პირადად, რაიმე არსებითი შენიშვნა, კრიტიკა ვერ მოვისმინე. ისევე, როგორც იმ სამ წევრს შორის უკვე რაიმე საგნობრივი კრიტიკა ვერ მოვისმინეთ, გარდა ასეთი ზოგადი განცხადებებისა. ამიტომ ესეც აჩვენებს, რომ არანაირი რეალური საფუძველი არ აქვს ამ პროცესისგან გამიჯვნას. სინამდვილეში საკითხი დგას შემდეგნაირად, შემდეგ კვირას დადგება ის მომენტი, როდესაც სრულად ოპოზიციის ხელში იქნება ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება. ახლა საზოგადოება, ევროპაც შეხედავს ოპოზიციას, მათ ხელშია ბურთიც, მოედანიც. ვნახოთ რა პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამ საკითხს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.