შალვა პაპუაშვილი: არანაირ საზღვაო მიმოსვლაზე არ არის საუბარი, ეს იყო ჩვეულებრივი ფეიკი, რომელიც „დროამ“ და ელენე ხოშტარიამ გაავრცელეს

შალვა პაპუაშვილი: არანაირ საზღვაო მიმოსვლაზე არ არის საუბარი, ეს იყო ჩვეულებრივი ფეიკი, რომელიც „დროამ“ და ელენე ხოშტარიამ გაავრცელეს

არანაირ საზღვაო მიმოსვლაზე არ არის საუბარი, ეს იყო ჩვეულებრივი ფეიკი, რომელიც „დროამ“ და ელენე ხოშტარიამ გაავრცელეს სხვადასხვა საინფორმაციო წყაროზე დაყრდნობით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო გადაზიდვა, რომელიც სრულად იყო ტრანზიტული, იყო სომხეთის და არც გემი იყო სანქცირებული, არც რუსული დროშის ქვეშ იყო ეს გემი და არც ტვირთი იყო სანქცირებული.

„არანაირ მოლაპარაკებებზე არ არის საუბარი, არამედ საუბარია რუსეთის მხრიდან ცალმხრივ გადაწყვეტილებებზე. საქართველოს ხომ არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია? იყო ცალმხრივად დაწესებული ვიზის ვალდებულება საქართველოს მოქალაქეებისთვის და ცალმხრივად მოიხსნა ეს ვალდებულება. რაც შეეხება საზღვაო მიმოსვლას, ეს იყო ჩვეულებრივი ფეიკი, რომელიც ასევე „დროამ“ და ელენე ხოშტარიამ გაავრცელეს სხვადასხვა საინფორმაციო წყაროზე დაყრდნობით. ჩვეულებრივი ფეიკი. საუბარია იმაზე, რომ ეს იყო კომერციული ტვირთის მიმოსვლა გემით, რომელიც სრულად ეკუთვნოდა სომხეთს. საქართველო, როგორც საერთაშორისო კონვენციის მონაწილე, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანა, რომელსაც აქვს გასასვლელი ზღვაზე ვალდებულია, სრული, თავისუფალი წვდომა მისცეს ზღვაზე იმ ქვეყანას, რომელსაც არ აქვს გასასვლელი ზღვაზე. იცით, რომ სომხეთი არის ხმელეთით ჩაკეტილი ქვეყანა, რომელსაც არ აქვს გასასვლელი ზღვაზე და საერთაშორისო კონვენციით ჩვენი ვალდებულებაა, თავი რომ დავანებოთ ჩვენს ორმხრივ ვალდებულებებს ზოგადად სომხეთთან დაკავშირებით, რომ სომხეთს ჰქონდეს თავისუფალი წვდომა შავ ზღვაზე. ეს იყო გადაზიდვა, რომელიც სრულად იყო ტრანზიტული, იყო სომხეთის და არც გემი იყო სანქცირებული, არც რუსული დროშის ქვეშ იყო ეს გემი და არც ტვირთი იყო სანქცირებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.