ხშირად მოვისმინე ხან მედიის, ხან ოპოზიციური პოლიტიკოსების, ხან არასამთავრობოების მხრიდან ისეთი შეფასება, რომ ქართული პოლიცია რუს მოქალაქეებს ქართველებისგან იცავსო და ეს ნეგატიურ კონტექსტში იყო წარმოჩენილი - სწორედ ასეთი განცხადებები არის ქსენოფობიის წახალისება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„იმ სასტუმროსთან რაც ხდებოდა, ეს იყო ნაცმოძრაობის აგრესიული ჯგუფი, რომელიც იქ მივარდა ექსცესის მოსაწყობად. პოლიციის ამოცანა არის არა ქართველების დაცვა, არამედ ადამიანების დაცვა. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ პოლიციის ვალდებულებაა ეთნიკური ნიშნით ადამიანების დაცვა ან არდაცვა, ეს ადამიანი არის ქსენოფობი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.