მე მრცხვენია, რომ უფრო დიდი პროტესტი არ არის ქვეყანაში, - ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ რადიკალური ოპოზიციის მიერ ბოლო დღეებში ჩატარებულ აქციებზე საუბრისას განაცხადა.
„ოპოზიციის გეგმა არის, რომ რაც შეიძლება მალე, მაგრამ, ასევე ფრთხილად ჩამოვაშოროთ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.