სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული ოქროს მონეტები და საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული ოქროს მონეტები და საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 34206.26 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს მონეტები (წონა: 239.64 გრამი) აღმოაჩინეს. ასევე, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის სალონის დეტალური დათვალიერების შედეგად. არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების (წონა: 224.26 გრამი) საერთო საბაჟო ღირებულებამ 21376.45 ლარი შეადგინა.

ზემოაღნიშნული ორივე კანონდარღვევის ფაქტის მიმართ, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.