გურიის მუნიციპალიტეტებსა და USAID-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გურიის მუნიციპალიტეტებსა და USAID-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების, ცხოვრების ხარისხის გაზრდისა და ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით თანამშრომლობას იწყებენ.

მუნიციპალიტეტებსა და USAID-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ბათუმში, ღია მმართველობის კვირეულის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მოეწერა ხელი, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს თავჯდომარეები დაესწრნენ.

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად პირველ ეტაპზე საქართველოს სამი მუნიციპალიტეტი შეარჩია. მათ გაიარეს მრავალსაფეხურიანი შერჩევის პროცესი, აჩვენეს მაღალი ინტერესი და მზაობა იმუშაონ მუნიციპალური ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლებაზე და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდაზე.