თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი", კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო ჯამი: 316,87 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 25 103 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევი სომხეთის მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ საქართველოს მოქალაქეს ფულადი ჯარიმა 4 602 ლარის ოდენობით შეეფარდა.