საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა 3 თვის მონაცემებით ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების 31 ფაქტი გამოავლინეს

საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა 3 თვის მონაცემებით ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების 31 ფაქტი გამოავლინეს

მიმდინარე წლის იანვარი-მარტის თვეების მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის თანამშრომლებმა,   სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, 200 კუბურ მეტრამდე ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 31 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი და მოხდა მისი მოქცევა  სახელმწიფო საკუთრებაში.