საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა 3 თვის მონაცემებით, ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს 

საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა 3 თვის მონაცემებით, ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს 

მიმდინარე წლის იანვარი-მარტის თვეების მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 20938 ლიტრი აღურიცხავი ნავთობის (დიზელი) შენახვა-ტრანსპორტირება-რეალიზაციის 3 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1551  მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს შეეფარდათ ადმინისტრაციული სახდელები და საქმეები ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა შესაბამის სასამართლო ორგანოებს.