ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში თვითნასწავლი მხატვრის ხათუნა ბებურიშვილის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
გამოფენას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.