ნინოწმინდაში დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოვლინდა

ნინოწმინდაში დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ნინოწმინდა", დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის, მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 31980 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანასთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.