საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი აგრო სექტორის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს და ამ მიმართულებით პროექტების წახალისებას აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „მკისამ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნახიდურში ნუშის ბაღი, პირველი ეტაპისთვის 40 ჰა-ზე გააშენა. ჯამში „მკისას“ ნუშის ბაღისთვის განკუთვნილი ტერიტორია 100 ჰა-ს მოიცავს.
ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია ნერგების შესყიდვას, წვეთოვანი სარწყავის, ლოკალური მეტეო სადგურის, სენსორული მართვის სისტემის მოწყობასა და ბაღის გაშენებისთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდა.
„გლობალურ ბაზარზე ნუშის ნაყოფზე მოთხოვნა ყოველწლიურად დაახლოებით 5%-ით იზრდება. საქართველოს ბანკისა და სახელმწიფო პროგრამების დახმარებით კი, ნუშის კულტურის გაშენება საკმაოდ პერსპექტიული გახდა. ჩვენი გუნდი სოფლის მეურნეობის სექტორს 2015 წლიდან აკვირდება. 2020 წლის გაზაფხულზე, როდესაც საქართველოს ბანკის ნუშის სუპერინტენსიური ტიპის ბაღის ახალ პროგრამას გავეცანით და შესაძლებლობებიც შევაფასეთ, ბოლნისში ნუშის ბაღების გაშენება გადავწყვიტეთ. პირველ მოსავალს წელს, ზაფხულის ბოლოს მივიღებთ. რაც შეეხება ჩვენი პროდუქციის რეალიზებას, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოტენციურ პარტნიორებთან. მაღალი სტანდარტების დაცვის შედეგად, ჩვენი პროდუქციით ევროპის სხვადასხვა ქვეყნები აქტიურად დაინტერესდნენ“, - აღნიშნავს „მკისას“ აღმასრულებელი დირექტორი, გიგი გაჩეჩილაძე.
„მკისა“ ადგილობრივ ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა და პირველივე დღიდან ჩვენი პარტნიორია. კომპანია უკვე სამი წელია სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქტიურადაა ჩართული და ქვეყნისთვის სტრატეგიულად ორ მნიშვნელოვან კულტურას: მოცვსა და ნუშს ავითარებს. კომპანია სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვან და საჭირო საქმეს აკეთებს. ამას გარდა, კომპანია კარგი დამსაქმებელიცაა. ის პროექტების მიხედვით 300-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, რაც უმუშევრობის დონის შესამცირებლად მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ნინო აფციაური.
ინფორმაციისთვის, კომპანია ,,მკისა” 2020 წლიდან აგრონომიულ სფეროში აქტიურადაა ჩართული. „მკისა“ ამჯერად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოცვისა და ნუშის ბაღებს ფლობს. ნუშის ბაღი გაშენებულია ბოლნისში. მოცვი კი, წყალტუბოსა და ხობში. კომპანიის ბაღები გამოირჩევა თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომებითა და ინფრასტრუქტურით.