სარფის მებაჟე ოფიცრებმა ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

სარფის მებაჟე ოფიცრებმა ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების ჩართულობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის  ფაქტი აღკვეთეს. კერძოდ:  სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის  კონტროლის ზონაში შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ს.ი.

აღნიშნული მოქალაქის  ფიზიკური დათვალიერების შედეგად, სხეულზე მოწყობილ სპეციალურ სამალავებში,  აღმოჩენილი იქნა,  რამდენიმე შეკვრად დაფასოებული 1796  აბი ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი  ("SUBOXONE"). 

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.