ფოთში აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის განახლების (ენკენიობის) ათი წლის იუბილე აღინიშნა. საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა.
დღესვე ტაძრის სამრევლო დარბაზს ნიკო ნიკოლაძის სახელი მიენიჭა,სადაც ტაძრის ისტორიის ამსახველი ფოტომასალის გამოფენა მოეწყო. ტაძრის ეზოში სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა.
ფოთის საკათედრო ტაძრის დღესასწაულს სამეგრელო -ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, ფოთის მერთან ბექა ვაჭარაძესთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.