ისინი პროფესიონალი, ლეგალური კომპანიებივით იქცეოდნენ. სწორედ ამას ვუწოდებთ ჩვენ ორგანიზებულ დანაშაულს - რას ჰყვება გერმანელი პროკურორი BBC-ის საგამოძიებო ფილმში კეზერაშვილის თაღლითობის სქემაზე

ისინი პროფესიონალი, ლეგალური კომპანიებივით იქცეოდნენ. სწორედ ამას ვუწოდებთ ჩვენ ორგანიზებულ დანაშაულს - რას ჰყვება გერმანელი პროკურორი BBC-ის საგამოძიებო ფილმში კეზერაშვილის თაღლითობის სქემაზე

ისინი პროფესიონალი, ლეგალური კომპანიებივით იქცეოდნენ. სწორედ ამას ვუწოდებთ ჩვენ ორგანიზებულ დანაშაულს, - ამის შესახებ გერმანელი პროკურორი, ნინო გოლდბეკი BBC-ის საგამოძიებო ფილმში საუბრობს, რომელიც დავით კეზერაშვილის თაღლითურ სქემას ეძღვნება.

როგორც პროკურორი განმარტავს, ამ დანაშაულს ბევრი მსხვერპლი ჰყავს, მათ შორის გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.

„ახლა უკვე შეგვიძლია ყველა მტკიცებულების გამოკვლევა. შეიძლება ითქვას, რომ გერმანული ბაზარი მათი ერთ-ერთი სამიზნე იყო. ზარალი დაახლოებით 100 მილიონია და შეიძლება მილიარდიც კი იყოს არამხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელს მსოფლიოში. რაც შეეხება გამოძიებას, მას პოზიტიური შედეგი აქვს“, - აცხადებს გოლდბეკი.

აუდიო მასალის შემდეგ, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მადში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

მანამდე BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.