ეს არის ერთგვარი სოლიდარობის აქტი მათი მხრიდან დასანქცირებული კოლეგების მიმართ, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა იმ 3 მოსამართლეზე საუბრისას განაცხადა, რომლებმაც აშშ-ში გამგზავრებაზე უარი თქვეს. საუბარია ნანა ჯოხაძეზე, თამარ ბეჟანიშვილსა და კონსტანტინე კოპალიანზე.
„როგორც ჩემთვის იქნებოდა შეურაცხმყოფელი ამგვარი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში აშშ-ში გამგზავრება, ვვარაუდობ, სწორედ ასეთი სოლიდარობის გამოხატვაა მათი მხრიდან უარი აშშ-ში გამგზავრებაზე. დანარჩენ 2 მოსამართლეს რაც შეეხება, მათთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. არ დავინტერესებულვარ მათი მოსაზრებით წასვლასა ან არწასვლაზე - ეს თითოეული მოსამართლის თავისუფალი ნების შესაბამისად გადასაწყვეტია“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.