კონგრესმენი: საქართველო იმსახურებს მკაფიო მხარდაჭერას დასავლეთისგან - ჩვენ გვსურს ვიხილოთ საქართველო ევროკავშირსა და ნატოში

კონგრესმენი: საქართველო იმსახურებს მკაფიო მხარდაჭერას დასავლეთისგან - ჩვენ გვსურს ვიხილოთ საქართველო ევროკავშირსა და ნატოში

შეერთებული შტატები საქართველოს მხარს უჭერს მის ევროატლანტიკურ გზაზე და ეს არ გახლავთ მხოლოდ გზავნილი - ეს დეკლარირებულია უმაღლეს სახელმწიფო დონეზე, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ალექს მუნმა აშშ-ში „ქრონიკას“ განუცხადა.

„საქართველო იმსახურებს მკაფიო მხარდაჭერას დასავლეთისგან და ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა ევროპისგან ამის კიდევ ერთხელ ხაზგასმა. ჩვენ გვსურს ვიხილოთ საქართველო ევროკავშირსა და ნატოში“, - განაცხადა მუნმა.